სად შევიძინოთ

კომპანია ABD Georgia მომხმარებელს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, ამიტომ ჩვენ საიმედო პარტნიორების მოძებნას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. ჩვენი პროდუქცია 100%-ით ნატურალური კომპონენტებისგან შედგება, რაც შენახვის განსაკუთრებულ პირობებს, სანიტარული ნორმების დაცვასა და ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნებას საჭიროებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თქვენ ყიდულობდეთ მხოლოდ და მხოლოდ ახალ, ხარისხიან პროდუქციას ჩვენი კომპანიისგან და ამით საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს ახარებდეთ. ორწლიანი, დაუღალავი შრომით ჩვენ შევქმენით ბრენდის რეპუტაცია, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდებით.

კომპანია გულდასმით არჩევს გაყიდვის ადგილებს და ორიენტირებას ქსელის რეპუტაციასა და საქონლისადმი მიდგომაზე ახდენს. ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ საუკეთესო პარტნიორებთან ვმუშაობთ.

გთავაზობთ ჩვენი სავაჭრო მარკების Delicia და Meat Land პროდუქციის შეძენას შემდეგ ქსელებში: