ABD Georgia-ს სიახლეები

ABD Georgia მონაწილეობას იღებს „ქართულ ბაზარში“

14 თებერვლის, ყველა შეყვარებულის დღის წინ Carrefour-ის ქსელში პირველად ჩატარდა „ქართული ბაზარი“. საქართველოს წამყვანმა კომპანიებმა თავიანთი ძეხვეული და ყველეული პროდუქცია წარმოადგინეს. ღორის ხორცის მწარმოებელმა უმსხვილესმა საწარმომ ABD Georgia მომხმარებელს TM Delicia-ს მარკის ხორცის დელიკატესების დაგემოვნება შესთავაზა. სასიამოვნო საფასო პოლიტიკამ და ფასდაკლებებმა განსაკუთრებულად ქალბატონები გაახარა - ყოველთვის სასიამოვნოა საყვარელი მამაკაცები რაიმე განსაკუთრებულით გაანებივრო.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ბაზრის“ დებიუტი წარმატებული გამოდგა: ორი კვირის განმავლობაში ღონისძიებას უამრავი ადამიანი ეწვია. სასიამოვნო იყო, რომ TM Delicia-ს პროდუქტზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა, Carrefour-ის ქსელი კი კვლავ ჩვენს საიმედო პარტნიორად რჩება.

თებ
14
2015