ABD Georgia-ს სიახლეები

ჟურნალმა OK! დაბადების დღე TM Delicia-ს მონაწილეობით აღნიშნა

ერთი წლის წინ ქართულ ბაზარზე გასართობი ჟურნალი OK! გამოჩნდა და გუშინ, 10 ივლისს კომპანია ABD Georgia-მ მისი დაბადების დღის აღნიშვნაში მიიღო მონაწილეობა. ამ მცირე ხნის განმავლობაში ჟურნალმა საქართველოს გლამურული გამოცემების სიაში ლიდერის პოზიციისა და აუდიტორიის სიყვარულის მოპოვება შეძლო.

დღესასწაულის აღსანიშნად Café De L’Ukraine მხარდაჭერით მცირე ფურშეტი მოეწყო. შესანიშნავ განწყობას ქმნიდა არა მხოლოდ მყუდრო გარემო და მუსიკალური გაფორმება, არამედ გემრიელი დელიკატესები, რომელთა სპონსორიც TM Delicia გახლდათ. TM Delicia-ს ძეხვეულს, ზურგიელსა და სხვა ხორცის დელიკატესებს ავსებდა ყველისა და ხილის ასორტები - ამ ყველაფერმა სხვადასხვა სასმელთან ერთად ღონისძიებაზე დამსწრე გურმანებს ჭეშმარიტი სიამოვნება მიანიჭა.

საზეიმო საღამოზე სტუმრებს ასევე წარუდგინეს ვებ-პორტალი ok.ge და ახალი რადიო OKFM, რომელიც ქართულ ენაზე იმუშავებს.

TM Delicia ჟურნალ OK!-ს წარმატებასა და კმაყოფილ მკითხველებს უსურვებს!

ივლ
10
2015