ABD Georgia-ს სიახლეები

მინისტრის სტუმრობა ABD Georgia-ს საწარმოებში

2015 წლის 12 მაისს 12:00 საათზე საქართველოში ღორის ხორცის უმსხვილესი საწარმოს ABD Georgia-ს ოფიციალური გახსნა შედგა. გახსნის საზეიმო ცერემონიალს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და კომპანიის დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი ევგენია ხოხლოვა დაესწრნენ.

მინისტრი გაეცნო წარმოების ტექნოლოგიას, ესტუმრა უკანასკნელი ევროპული სტანდარტითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილ ძირითად საამქროებს, რომლებიც ქალაქ ბოლნისის ეკოლოგიურად სუფთა რაიონშია (სოფელი აქაურთა) აგებული, ასევე იგემა TM Delicia-ს ხორცის დელიკატესები. მოკლე პრეს-კონფერენციის დროს გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა მომხმარებელზე ზრუნვის მნიშვნელობას, რაც მაღალხარისხიანი პროდუქციის ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზებას გულისხმობს. დასკვნაში მინისტრმა აღნიშნა კომპანიის წვლილი მოსახლეობის დასაქმებაში, ABD Georgia-ს საწარმოებში 200-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

ABD Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა ევგენია ხოხლოვამ ჟურნალისტებს უამბო კომპანიის დაარსების ისტორია, რომელიც 2012 წელს დაფუძნდა. მუშაობის სულ რაღაც ორი წლის განმავლობაში კომპანიამ ბაზარზე ლიდერის პოზიცია მოიპოვა და ქვეყნის წამყვან ქსელებთან და რესტორნებთან თანამშრომლობა ააწყო. დღეისთვის ABD Georgia მომხმარებელს 30-ზე მეტი დასახელების ძეხვეულს, სოსისსა და ხორცის დელიკატესს სთავაზობს TM Delicia-ს მარკით და ასევე ცივ ხორცს TM Meat Land.

მაი
12
2015