ხორცის კომბინატი

ხორცის 100%-იანი გარანტია.

სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, რომლებიც წარმოების პროცესის გაიაფების მიზნით უხარისხო ხორცს, მაგალითად კამეჩის, ვირის ხორცს იყენებენ, კომპანია ABD Georgia დაუღალავი მუშაობის ორი წლის განმავლობაში შექმნილ რეპუტაციას უფრთხილდება. საწარმოს შიგნით საღორე კომპლექსისა და ხორცის კომბინატის გაერთიანება, ასევე საკვები ბაზის არსებობა, პროდუქციის ღორის საკუთარი ცივი ხორცით, დახურულ ციკლში წარმოების საშუალებას იძლევა.

ძეხვეული პროდუქცია, რომელიც TM Delicia მარკით გამოდის, ახალი ხორცით იწარმოება. ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება რეცეპტებში სანელებლებისა და დანამატების დიდი ოდენობით გამოყენება.

ნატურალურობის 100%-იანი გარანტია

TM Delicia პროდუქცია მცირე ვადით, 5-დან  25 დღემდე ინახება, მაშინ როცა სხვა მწარმოებლები რამდენიმე თვიან ვადებს ადგენენ. შენახვის ხანგრძლივი ვადა კონსერვანტების მეშვეობით მიიღწევა, რომელთაც ჩვენ კატეგორიულად არ ვიყენებთ. ჩვენი ამოცანაა - მყიდველს ხარისხიანი პროდუქცია შევთავაზოთ, რომელიც არანაირ ეჭვს იწვევს.

გემოს 100%-იანი გარანტია

TM Delicia-ს ხორცის დელიკატესები იწარმოება მაღალი ხარისხის ღორის საბეკონე ჯიშებისგან Fressmann-ის გერმანულ დანადგარებზე. პროდუქცია ნატურალურ  ნახერხზე იბოლება, სწორედ ამიტომ დელიკატესები გამორჩეული საგემოვნო თვისებებითა და სასიამოვნო არომატით ხასიათდება.

ჩვენ ვუშვებთ 30-ზე მეტი დასახელების ძეხვს, სოსისს, სარდელსა და დელიკატესებს. TM Delicia-ს ყოველი რეცეპტი - საუკეთესო საგემოვნო მიღწევებისა და ტრადიციების მტკიცე დაცვის მაგალითია.