საღორე კომპლექსი

ჩვენი საღორე კომპლექსის საშუალო სულადობა 20 000 თავია.

მეღორეობის კომპლექს ADB Georgia-სთვის საჯიშე მასალა შემოტანილია დანიიდან და შედგება ლანდრასის, იორკშირისა და დიუროკის ჯიშის გოჭებისგან. ესაა სპეციალური საბეკონე ჯიშები, რომლებიც ხასიათდება მჭლე ხორცის მაღალი შემცველობით უხეში ძარღვებისა და შემაერთებელი ქსოვილების ფენების გარეშე. ლანდრასი XX საუკუნის დასაწყისში იქნა გამოყვანილი და მსოფლიოში საბეკონე ტიპის გოჭების საუკეთესო ჯიშად მიიჩნევა.

რჩეული გენეტიკის 20 000-ზე მეტი გოჭის ყოლა კომპანიას საშუალებას აძლევს საქართველო MT Meat Land-ის მარკის გემრიელი და ხარისხიანი ხორცით უზრუნველყოს.

ჩვენ საკუთარ კომბიკორმს ვიყენებთ

კვების პროცესში გამოყენებული მასალა სახელმწიფო ლაბორატორიებში და ABD Georgia-ს საწარმოში ორსაფეხურიან ლაბორატორიულ კონტროლს გადის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გოჭები სწორად იკვებებიან, რადგან MT Meat Land ხორცის ხარისხი და საგემოვნო მახასიათებლები სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

ხორცის არომატი და ნაჯერი გემო კომბიკორმის შემადგენლობაში პროტეინისა და ნატურალური კომპონენტების მაღალი შემცველობით მიიღწევა. გოჭების ყოველდღიურ რაციონში ხორბალი, ქერი, სიმინდი, ვიტამინები, მიკროელემენტები და ამინომჟავები შედის. კვების მრავალდონიანი სისტემის წყალობით ხორცი ქონის მცირე ფენებით გამოდის.

ჩვენ ვუშვებთ ცივ ხორცს

ცივი ხორცი TM Meat Land „დამწიფების“ პროცესს გადის. „დამწიფება“ - ესაა ახალი ხორცის შენახვისას ტემპერატურისა და ტენიანობის ფიქსირებულ მაჩვენებელზე შენარჩუნება. ამ პროცესის განმავლობაში მიდის ბუნებრივი ქიმიური რეაქცია, რომლის ხარჯზეც ხორცი რბილდება და სინაზესა და ცვრიანობას იძენს. ასეთი ხორცი შესანიშნავად იწვება ისე, რომ მთელ წვენს შიგნითვე ინარჩუნებს. ასევე, იდეალური მასალაა ხორციანი დელიკატესების წარმოებისთვის.

ჩვენი გოჭების ჯიშების ნარჩევი გენეტიკა, საკვების შემოწმებული რეცეპტურა, ჰიგიენის მაღალი დონის შენარჩუნება - Meat Land სავაჭრო ნიშნით გამოშვებული პროდუქციის მაღალი ხარისხის გარანტიაა.